понедельник, Февраль 14, 2011

Хорошие друзья, хорошие книги и спящая совесть - вот идеальная жизнь.
Марк Твен


Больше всего мы гордимся тем, чего у нас нет.

Кто насмехается над другими, сам боится насмешек других.

Сильный человек не боится врагов, зато боится друзей.

Акутагава



"შენ მარტო ხარ ,როგორც მეთვალყურე მუზეუმში,სადც ჩუმად დგანან უძრავი ქანდაკებები.
შენ მარტო ხარ,როგორც ქანდაკება ქალაქის მოედანზე,სადაც ხმაურად ფუსფუსებენ საქმიანი ადამიანები."

" ეს იყო ხორცისა და სულის ერთიანი ღიმილი,თითქოს ამ კაცის მთელი შინაგანი და გარეგანი სამყარო,მთელი ცხოვრება-წარსული,აწმყო და მომავალი ღიმილად ქცეულიყოს.."












14.11.2009 23:20
კაპიტანი
"ისტორიას ახსოვს ასეთი შესანიშნავი გიჟი ადამიანები. ყველა დიდი ადამიანი მეტ-ნაკლებად გიჟიც იყო - ბრბოს თვალსაზრისით. ეს სიგიჟე კი იმაში გამოიხატება, რომ თქვენ არა ხართ უბედური, შეშფოთებული, არ გეშინიათ იმის გამო, რომ ერთ მშვენიერ დღეს მოკვდებით და არ დარდობთ წვრილმანებზე. ასეთი განწყობა კი ცხოვრების თითოეულ მომენტს სიცოცხლით, სიყვარულით, სიცილით, არომატით გაჯერებულ ყვავილად აქცევს. მაგრამ მილიონები ირგვლივ ვერ გაპატიებენ, რომ თქვენ მიაღწიეთ იმას, რასაც ვერ მიაღწიეს მათ, ისინი ცდილობენ რომ მათსავით უბედურად გაქციონ. თქვენი გაკიცხვა მათ მიერ, სწორედ ბრბოში თქვენი ძალით შეთრევის გააფთრებული მცდელობაა.

მე მგონი არც ღირს დავა, როდესაც გიჟი ხარო გეუბნებიან. უნდა უპასუხო: "მართლები ხართ, მე ავირჩიე სიგიჟე სიხარულთან, ცეკვასთან ერთად, თქვენ-უნაკლო პრაგმატიზმი უბედურებასა და ტანჯვასთან ერთად. დარჩით ნორმალურებად და უბედურებად და ნუ გაღიზიანებთ ჩემი სიგიჟე, მე ხომ არ მაღიზიანებს, რომ მსოფლიოში ამდენი კარგი, ნორმალური ადამიანი არსებობთ"

სხვაგვარად, საზოგადოება არ მოგცემთ შესაძლებლობას აჩვენოთ მას თქვენი ნამდვილი სახე, ის ითხოვს ნიღაბს, რომელიც მოსწონთ ადამიანებს, რომელსაც აფასებენ და რომელიც მისაღებია მოცემული სუბკულტურისთვის. და რადგან უმეტეს დროა ადამიანების გარემოცვაში ატარებთ, ეს ნიღაბი თანდათან გამოდევნის ნამდვილ სახეს.

რომ დაფიქრდე, დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი ძირითად თავისებურებას წარმოადგენს აუკრძალოს ადამიანს იყოს თავისთავადი. ეს სხვადასხვა შიშების ჩანერგვით მიიღწევა: რომ თქვენ უარგყოფენ, დაგცინებენ, დაკარგავთ რესპექტაბელურობას... ამიტომ, როდესაც გვერდით სხვები არიან, საკუტარი თავის ნაცვლად უფრო მათით ინტერესდებით, მათი აზრით თქვენზე. მაგრამ სასაცილო ისაა, რომ თქვენ ამ ადამიანების გეშინიათ, მათ კი-თქვენი. თითოეულს აუცილებლად ეშინია ვინმესი. არავისთვის არაა ნებადართული საკუთარი ნამდვილი გრძნობისა და რეალობის გამოხატვა, მაგრამ თითოეულს ტანჯავს ამისი სურვილი - იმიტომ, რომ საკუტარი ნამდვილი სახის დათრგუნვა არის სწორედ რეალური თვითმკვლელობა.

ადამიანი მარტოა ამქვეყნად: მოდის მარტო და წავა მარტო. ყველა სხვის აზრები მის შესახებ აქვე დარჩება-სანაგვეზე. მხოლოდ ადამიანის ნამდვილი შეგრძნებები დარჩება სიკვდილის შემდეგაც კი - მის უნიკალურ ანაბეჭდად მარადიულ ცხოვრებაზე. თქვენს ცეკვას, სიხარულის ცრემლებს, მარტოობის სისუფთავეს, სიგიჟეს, ექსტაზს სიკვდილიც ვერ წაგართმევთ, ესენია ღირებული, ის კი რისი წართმევაც თქვენთვის საზოგადოებას შეუძლია - ნაგავია, ამიტომ ნუ გაასულელებინებთ მას თავს. არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ (მაგალითად, როგორც ბარბარა) და არიან საზოგადოების წევრები, რომლებსაც წარმოუდგენიათ რომ ცხოვრობენ "









უბრალოდ ჩაკიდე ხელი..
უბრალოდ მოუსმინე...
უბრალოდ გაუღიმე..
უბრალოდ და აი ასე უბრალოდ ..


ვაჰ
როგორი საყვარლი
და თბილია და კიდევ მზრუნველი..

როგორ ძმასავით გადახვია ხელი,ძმაა მარა მაინც უფრო ..
"ადამიანი კარგი თუ ცუდი საქციელის მიუხედავად ,ყოველთვის იმსახურებს ან პატივისცემას ან თანაგრძნობას"

"ჩვენ დაგვღუპავს პოლიტიკა პრინციპების გარეშე,სიამოვნება სინდისის გარეშე,ცოდნა ზნეობის გარეშე,ბიზნესი მორალის გარეშე,მეცნიერება ადამიანობის გარეშე და ლოცვა მსხვერპლის გარეშე."

"პრიnციპი "თვალი თვალის წილ" მთელ მსოფლიოს დააბრმავებს ."

მაჰათმა განდი


http://www.scribd.co...%83%9A%E1%83%98

воскресенье, Декабрь 05, 2010

ჰოდა მწარედ რომ დააბიჯებ
მერეა თურმე რო ცოფდებიან და სხავნაირი რეაქცია აქვთ..
თითქოს იმდენს უკვე აღარ ვფიქრობო და აღარ ვზრუნავო..
ხე ძახილმა გაახმო და იგივე მომივა მეც..
არ ვამბობ რომ გაშალაშინებული ვარ,მაგრამ მაცადონ მე თვითონ მივხვდე რომ შეცდომას ვუშვბე..
და იქნებ სულაც არაა შეცდომა კაირა დაა ამდენი ძახილით რომ არ არიან ეს ორფეხა ცხოველები ლამაზები ,იქნებ მეც დავრწმუნე რომ არ არიან ,მაგრამ არ მინდა ეს მალე მოხდეს.. და ეს ზღაპარი კიდევ დიდიხანს გაგრძლედეს და ,კარგი იქნება თუ საერთოდ არ დამტავრდება..
ხოდა დიდებმა კი იციან ბევრი ,მაგრამ ჯერ მგონია რომ არ არიან მაღთლები,ოდა კაი ხანი მინდა ასე მეგონოს..
ყველას აქვს ხელჩასაკიდი ხელი..
ორი თუ არა ერთს მაინც დაგითმობს ოდესმე ..
მინდა ცადონ დაინაოხ ჩემი თვალებით და არა მარტო ტავინათი თვალებით..
თუნად ეგონოთ რომ მე საათვალეები მიკეტია და ეს მხედველობაშI ხელს მიშლის,მაინც დაიანოხ ისე როგორც მე ვხედავ..
ამდენი კIთხვა არაა საჭირო..
ხოდა არ უნდა მოჭრილ მორს გალამაზება ,ისე უნდა მიღება როგორიც არის..
მღლიან და ეს ორფეხები და შორიდან მინდა მიყვარდნენ ..
ჰოდა მაინც მადლობა ყველაფრესითვის,ყველა ადამაინისთვის,ყველა დრისთვის და ყველა წამისთვის,ყველა განსაცდელისთვის და ყველა ხელისგამოწვდისთვის.. ყველას წიხსლითსთვის და ღიმილისთვის ..
როგროი მარტვიია და როგრო ართუელებენ და ალაბირინთებენ..
ყველა ტავისი ბილიკით და მაიც გზის ბოლო და თავი ყველასთვის ერთია..
ურთიერთ სიმძიმე რომ ვიტვირთონ ,ამის მაგივრად ფეხს ვუდებთ ..
მისთვის ახუსნელი და გაუგებარი და მიუღებელი, სენთვის მსიაღებლი და ღირებულაი ხოდა პაიტივი გცეს..
როგრო უხეშდება და ფერს კარგასვ და ხარისხს როცა რაღაც ზემოქმედებას ახდენენ ნაჭერზე..
დაიღალე მაგრამ ვალდებული ხარ..
მსხვერპლი ხარ შენ, ხოდა აიღე ეგ აგური ისევ..
თვალებში უყურბენ და
ხრიან და
მერე გაურბიან..
ვითომ არაფერი..
არაფერი იყო,არის და არც იქნება..
მარა ეს უაზრო ,უადგილო,არაფრისმთქმელი მძიმე რა საჭიროა..
პრიდაპირ წერტილი და ეგაა..
ბავშვური ტყუილები კიარა და თავის მოტყუებები..
შენ გგონია ,რომ მე მგონია რომ შენ გგონია სიტუაციაა მგონია..
”ვაჟკაცობა ის არის,კაცმა მტერი მოკეთედ გაიხადოს,თორემ მოკეთე რო გადაიმტეროს,ეგ არაფერი ბიჭობაა..”



”მაშინებს საკუთარი ბინა,საკუთარი სიცოცხლე”


ვაჟა..
ცოტა ნაცრისფერი..
მერ თეთრი..
მერე სულ თეთრი..
მერე ნაცრისფერი..
ახლა შავი..
და ხვალ რა ფერი იქნება..
რა მალე იცვლება ფერები..
შეუმჩნევლად ირევა ერთმანეთში და მიიღება არაფრის მსგავსი..
წამი ერთი წამით გაშორებს წარსლს..
და ყოველი წამით დაშორებული წარსული უფრო რაღაცნიარია..
აჰა..




ფერი იცვალე..
ფერში იცვალე..
ფერმა იცვალა შენში..
”ქრისტე! გულებში ჩამო–მზეო–გვირგვინ–ოსანდი.”
რატი ამაღლობელი

”გამოდი შენი ციხიდან, რომ აღარ ჰგავდე სხვას, ჰგავდე სხვას”



"მიენდე იმას რაც მოგეცა, მშვიდად ამოძრავე კიდურები, იცურე აუღელვებლად... სხეული ხომ ნავია... ხელები ნიჩბები... მოუსვი ისინი ისე რომ არ შეაწუხო შენს გვერდით მოცურავენი... ისინიც ეძებენ სწორ და ნეტარ რიტმს. ეცადე შეინარჩუნო მშვიდი ტემპი, არ შეანელო და არც ააჩქარო მოძრაობა... რომელიც თანდათან მუსიკასავით შთანთქავს მთელ შენ არსებას... მიყევი მას და გახსოვდეს, რომ შენი მელოდია განუმეორებელია, ყველაფერთან შესაბამისი და ჰარმონიული.”

ირაკლი ჩარკვიანი

"ჩვენ ყველას გავდგას ჩვენ-ჩვენი სხვისი ძალა..”

მარჯვნივ ალბათ...

შენთვის კედელი შენი პატივმოყვარეობაა,ჩემთვის გაუბედოვობა..
არ გამოვა არაფერი..

”ბევრში,მაგრამ მაინც მარტო.
ხორცით ერთად,მაგრამ მაინც მარტო..
ასეა როცა სულის მეგობარი ,ან მეგობრები არ გყავს..”
ni





"კარებს ღიას დატოვებ და ვირთხები შემოვლენ..
არადა გგოანია კარები კარაგად გაქვს დაკეტილი და ვერ შემოვლენ..
მაგრამ იმას ვერ ითვალისიწნებ რომ კარგად უნდა ჩაკეტო და არა უბრალოდ მიიკეტო..
მერე ვირთხა რომ შემოვა იმის გაგდება ძალიან ძნელია..
ყველაფერს ღრღნის ,ჭამს..
აბინძურებს..
სუნს ტოვებს..
მეც დამრჩა კარი ღია..
უფრო სწორად მეგონა რომ კარაგდ მქონდა დაკეტილი მაგრამ..
ისე შემოიპარა ვერც მივხვდი..
შემოიპარა და ახლა ვეძებ რომ გავაგდო..
რომ ვიპოვნი მეცოდება და ხელს ვერ ვახლებ და როცა ვეძებ მაSინ ერთი სული მაქვს ვიპოვო და ..."
ნი..





.. და ღიმილი ბაგეზე..





”გუშინდელი საღამო იყო ისეთი როგორც ყოველთვის..

არაფერი განსაკუთრებული..

არც არაფერზე მიფიქრია , განსაკუთრებულზე..

მაგრამ რატომღაც ძალიან ლამაზი სიზმარი ვნახე.

მართლა ძალიან ლამაზი და ალბათ ამიტომაც სიზმარი..

ისეთი სიზმარი ,აი ცხადში რომ არასოდეს ამიხდება..

უცებ გამომღვიძა და სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა ტანში..

როცა კი მივხვი რომ ეს სიზმარი იყო,სიზმარი მაგრამ მაინც ძალიან ლამაზი სიზმარი,ბაგეზე ცივი ღიმილი შემრჩა..

და ღიმილი ბაგეზე..”


ნი..




სულში რომ გიფათურებენ ხელებს.
არ მიყვარს..
ცხოვრება, ცხოვრება – ცხოვრება..











ყველა ვცოცხლობთ, რისთვის? რატომ ? მარადიული შეკითხვებია ამაზე არ შევაჩერებ თქვენს ყურადრებას, ისედაც უყურადღებობის დროება გვიდგას, ალბათ შენთვის, თანამედროვე ადამიანო აღარც აქვს ამ შეკითხვებს ისეთივე მნიშვნელობა როგორიც თუნდაც ასი წლის წინ, მაგრამ ალბათ ყველას აქვს თავისი ცხოვრების პატარა, ან დიდი მიზანი.
ის ცხოვრობს კარიერისთვის აკეთებს ყველაფერს, სწავლობს ამთავრებს უნივერსიტეტებს, მუშაობს ბევრს, ძალიან ბევრს, იმდენად ბევრს რომ ვეღარც ხვდება ამას რისთვის აკეთებს, გადის ცხოვრება, მთელი ცხოვრება, დილიდან – საღამომდე, თვიდან – თვემდე, წლიდან – წლამდე, შაბათ–კვირას დასვენება, და წელიწადში ერთხელ ერთი თვე ზღვაზე, 40 წლის ხდება და იწყებს განვლილ დროზე ფიქრს, კარგი დღეები თითზე ჩამოსათვლელია, ისიც სამსახურს და დაწინაურებებს უკავშირდება, ოჯახთან გატარებული დღეები არ ახსოვს, არც უნდა ახსოვდეს წესით, სახლში გვიან მოდის, ბავშვები ისე გაიზარდნენ მხოლოდ დაძინებულებს ნახულობდა, შაბათ–კვირას, და წელიწადში ერთხელ ერთი თვით, ასე რომ გადავთვალოთ თავის 12 წლის ვაჟთან მხოლოდ 1 წელი აქვს გატარებული. რა ქნას? როგორ აინაზღაუროს დაკარგული დრო? ამ ხნის მანძილზე იგი ჩამოშორდა ყველაფერს, ფიქრის საშუალებაც დაკარგა, ფიქრი ხომ სულის მასაზრდოვებელია, არ ფიქრობენ რობოტები, მაგრამ ადამიანი.... ? ადამიანს ხომ თავად აქვს ქმნადობის უნარი? თანამედროვე სამყაროს გადავხედოთ, მივხვდებით, არაფერი ფასეული არ ხდება თითქმის არც ერთ დარგში, გარდა ტექნიკის მიღწევებისა, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, ზუსტ მეცნიერებებზე დაყრდნობით უფრო საზრდოობს ვიდრე სულიერი ფასეულობებით. კარიერისტი კარიერას ვერასდროს გაიკეთებს, რადგან ცხოვრება კი არ უნდა გამოიყენო კარიერისათვის, არამედ პირიქით.... ყველა დიდი ხელოვანი ქმნიდა შედევრებს არა განდიდების მანიის გამო, არამედ იმიტომ რომ სულიერი მოთხოვნილება ჰქონდა, ამიტომ იგრძნობა მათ შემოქმედებაში სულ სხვაგვარი სითბო და სიხალასე, შეადარეთ პოსტმოდერნიზმისა და შუასაუკუნეების ლიტერატურა. წერის კულტურა, რა თქმა უნდა, პოსტმოდერნიზმშიც საკმაოდ მაღალია თუმცა, ფიქრის და საღი აზრის ნაკლებობას მაინც ყოველ სიტყვაში იგრძნობთ.
დავუბრუნდეთ 40 წლის ადამიანის ფიქრებს, მას თავისი წრე აქვს რომლიდან თავის დაღწევა სურს და ამასთანავე მარტოობის ეშინია, მარტო ცხოველებიც ვერ ცოცხლობენ... იწყებს შვილებზე გადამეტებულად ზრუნვას, ყველას თავს აბეზრებს, ხვდება რომ აღარავის ანაღვლებს, ზედმეტია, ყველას უყვარს – არავის ჭირდება, სამწუხაროა ,მაგრამ სიმართლე,მწარე სიმართლე. ეძებს ვინმეს, მესამეს, ხომ უნდა დააბრალოს თავისი მდგომარეობა, აქ ვერავინ იპოვა......, „ღმერთო რა დაგიშავე? რატომ გამწირე ასე? რატომ გამიმეტე?“ ყველაფერი უხილავს ბრალდება, არადა უფალმა ადამიანს თავისუფალი ნება მისცა, რათა წარმართოს ცხოვრება ისე როგორც საჭიროა, უცნაურია რატომ მიადგა ადამიანი პირველად მას, ვინც ყველაზე მეტად ზრუნავს მასზე? თუ დავფიქრდებით და სწორ დასკვნებს გავაკეთებთ მივხვდებით, რომ ეს საზოგადოების და ზოგადად გარემოს, მავნე ზემოქმედების ბრალია დღევანდელი ადამიანი სხვა არაფერია თუ არა ზომბირებული, მე დაკარგული, ურწმუნო არსება, ასე რომ, სასოწარკვეთილი ადამიანი (თანაც ურწმუნო), ამბობს:

რა დამრჩენია ? რისთვის ვიცოცხლე?
აქ რაღა მინდა ნეტა ვიცოდე,
მე დავასვენებ, დავასვენებ სხვას
და ამ სიკვდილით ვპოვებ მე შვებას.

და თუნდაც არვინ არ მომიგონოს
მე იქ, საფლავში ვიქნები მშვიდად
ბუნებამ იცის ჩემის სიკვდილით
არ დავაღონებ არავის დიდად.

ცხოვრებაში ყველას აძლევს ღმერთი ერთ შანსს, რომ იცხოვროს, მთელი ფილოსოფია სწორედ ამ შანსის გამოცნობაა.....


ჯერალდ ნიუმანი
სიბერე






სიბერე ჩვენი ცხოვრების საფეხურია, რომელსაც, ისევე როგორც მის სხვა ეტაპებს, აქვს საკუთარი სახე, საკუთარი ატმოსფერო და ტემპერატურა, საკუთარი სიხარული და დარდი. ჩვენ, ჭაღარა მოხუცებს, ისევე როგორც ჩვენს უმცროს თანამოძმეებს, გვაქვს ამოცანა, რომელიც აზრს აძლევს ჩვენს არსებობას, ისევე როგორც სასიკვდილოდ განწირულ ავადმყოფს, მომაკვდავსაც _ რომლის სარეცლამდეც საეჭვოა, მიაღწიოს ხმამ ამქვეყნიური სამყაროდან _ აქვს თავისი ამოცანა, მანაც უნდა შეასრულოს მნიშვნელოვანი და საჭირო საქმე.
იყო მოხუცი _ ისეთივე შესანიშნავი და აუცილებელი ამოცანაა, როგორც იყო ახალგაზრდა, ისწავლო კვდებოდე (სიკვდილი) და სიკვდილი ისეთივე საპატიო ფუნქციაა, როგორც სხვა ნებისმიერი, _ იმ პირობით, თუ ეს სრულდება ყოველგვარი სიცოცხლის აზრისა და სიწმინდის წინაშე მოწიწებით, კრძალვით. მოხუცი, რომლისთვისაც სიბერე, ჭაღარა და სიკვდილის სიახლოვე მხოლოდ საძულველი და საშინელია, ისეთივე უღირსი წარმომადგენელია თავისი ცხოვრების ამ ეტაპისა, როგორიც ახალგაზრდა და ძლიერი ადამიანი, რომელსაც სძულს თავისი საქმიანობა, ყოველდღიური შრომა და ცდილობს მისგან თავი დაიძვრინოს.
მოკლედ რომ ვთქვათ: სიბერეში შენი დანიშნულება რომ შეასრულო და თავი გაართვა შენს ამოცანას, შეთანხმებული უნდა იყო სიბერესთან და იმ ყველაფერთან, რაც მას თან მოაქვს, უნდა უთხრა: `დიახ~. ამ `დიახის~ (დასტურის), იმის მზადყოფნის გარეშე, რომ მივეცეთ მას, რასაც ჩვენგან ბუნება ითხოვს, ჩვენ _ მოხუცები ვართ თუ ახალგაზრდები _ ვკარგავთ ჩვენს დღეთა ფასეულობასა (მნიშვნელობას) და აზრს და სიცოცხლეს ვატყუებთ.
ყოველმა ადამიანმა იცის, რომ სიბერეს ახლავს ათასგვარი ტვირთი და რომ ის სიკვდილით მთავრდება. წლითი წლობით მსხვერპლი უნდა გაიღო და ბევრ რამეზე უარი თქვა. უნდა ისწავლო, აღარ ენდო შენს გრძნობებსა და ძალებს. გზა, რომელიც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ შენთვის პატარა გასეირნება იყო, გრძელი და რთული ხდება, და ერთ მშვენიერ დღეს ვეღარც შევძლებთ მის გავლას. უარის თქმა გვიხდება საჭმელზეც, რომელიც მთელი ცხოვრება გვიყვარდა. ფიზიკურ სიამოვნებასა და სიხარულს სულ უფრო იშვიათად განვიცდით და ამ სიამოვნებისთვის სულ უფრო ძვირი უნდა გადავიხადოთ. და შემდეგ, ყოველგვარი სნეულება და ავადმყოფობა, გრძნობების დაჩლუნგება, ორგანოების დასუსტება და ათასნაირი ტკივილი, განსაკუთრებით ღამღამობით, ხშირად ასეთი ხანგრძლივი და საშინელი _ ამ ყველაფერს თავს ვერ დააღწევ, ეს მწარე სინამდვილეა. მაგრამ საცოდაობა და სამწუხარო იქნებოდა, რომ მარტოოდენ დაკნინების, დაცემის ამ პროცესს მისცემოდი და ვერ დაგენახა, რომ სიბერესაც აქვს თავისი კარგი მხარეები, უპირატესობა, თავისი სანუგეშო და სასიხარულო. როცა ორი მოხუცი ერთმანეთს ხვდება, მათ მხოლოდ წყეულ ნიკრისის ქარებზე, სხეულზე, რომელიც აღარ გემორჩილება და ქოშინზე, კიბეზე ასვლისას რომ გაწუხებს, კი არ უნდა ილაპარაკონ, არამედ სასიხარულო და სასიამოვნო შეგრძნებებსა და შთაბეჭდილებებზე. ასეთები კი მრავლადაა.
როცა შეგახსენებთ მოხუცთა ცხოვრების ამ დადებითსა და შესანიშნავ მხარეზე და იმაზე, რომ ჩვენ, ჭაღაროსნებს, გვსმენია ძალის, მოთმინების, სიხარულის ისეთი წყაროების შესახებ, რომლებიც ახალგაზრდების ცხოვრებაში არავითარ როლს არ ასრულებენ, მე არ შემფერის ვილაპარაკო რელიგიისა და ეკლესიის ნუგეშისცემაზე. ეს მღვდლის საქმეა, მაგრამ შემიძლია, ჩამოვთვალო რაღაც-რაღაც საჩუქრები, რომლებიც ჩვენთვის სიბერეს მოაქვს. მათგან ჩემთვის ყველაზე ძვირფასია საგანძური იმ სურათებისა, რომლებიც ხანგრძლივი ცხოვრების შემდეგ გონებაში აღგბეჭდვია და რომლებსაც, როცა შენი აქტიურობა ცხრება, სრულიად სხვა თანაგრძნობით უმზერ, ვიდრე ოდესმე წინათ. იმ ადამიანთა ხატებანი და სახეები, რომლებიც უკვე სამოცი-სამოცდაათი წელია წასულან ამ ქვეყნიდან, ისევ ჩვენთან არიან, გვიცქერენ ცოცხალი თვალებით. უკვე გამქრალ და სრულიად გადასხვაფერებულ სახლებს, ბაღებსა და ქალაქებს ვხედავთ ცოცხალთა და უვნებელთ, როგორც ოდესღაც, და შორეულ წლებში, ზღვისპირეთს, სადაც ათეული წლების წინ ვიმოგზაურეთ, ისევ მთელი თავისი ფერადოვნებით აღვიქვამთ ამ ჩვენს სურათებიან წიგნში.
მზერა, დაკვირვება, ჭვრეტა სულ უფრო მეტად გადადის ჩვევაში და განწყობილება და დამკვირვებლის პოზიცია განსაზღვრავს ჩვენს საქციელს.
...სურვილების, ოცნებების, გატაცებებისა და ვნებებისგან დევნილები, ჩვენც, როგორც ადამიანთა უმრავლესობა, ჩვენი ცხოვრების წლებსა და ათასწლეულებში მივქროდით მოუთმენლად, ცნობისმოყვარეობითა და იმედებით, მტკივნეულად განვიცდიდით წარმატებებსა და იმედგაცრუებებს, დღეს კი ჩვენი საკუთარი ცხოვრების დიდი, ილუსტრირებული წიგნის ფურცვლისას გვიკვირს, როგორი მშვენიერი და საამურია გამოხვიდე ამ რბოლიდან და სწრაფვიდან, და მიეცე Vიტა ცომტემპლატივალ-ს. აქ, მოხუცთა ამ ბაღში, ყვავის უამრავი ყვავილი, რომელთა მოვლაზეც კი არ გვიფიქრია. აქ ყვავის ყვავილი მოთმინებისა, მარცვალი კეთილშობილი, ჩვენ ვხდებით უფრო მშვიდნი, შემწყნარებელნი და რაც უფრო ნაკლები მოთხოვნილება გვაქვს ჩავერიოთ და ვიმოქმედოთ, მით მეტი უნარი გვეძლევა, დავაკვირდეთ და ყური მივუგდოთ ბუნების სიცოცხლესა და ჩვენს თანამოძმეთა ცხოვრებას, კრიტიკის გარეშე ვადევნოთ თვალი მის მსვლელობას და გვიკვირდეს მისი მრავალფეროვნება, ზოგჯერ _ თანაგრძნობითა და ჩუმი სევდით, ზოგჯერ _ სიცილით, ნათელი სიხარულით, იუმორით.
ამას წინათ ბაღში კოცონთან ვიდექი და ცეცხლში ვყრიდი ფოთლებსა და გამხმარ ტოტებს. ეკლიანი ღობის იქით ჩაიარა მოხუცმა ქალმა, რომელიც ალბათ 80 წლის იქნებოდა. იგი შეჩერდა და ყურება დამიწყო. მე მივესალმე, მაშინ მან გაიცინა და მითხრა: `სწორად მოიქეცით, კოცონი რომ გააჩაღეთ. ჩვენს ასაკში დროა, ნელ-ნელა შევეგუოთ ჯოჯოხეთს~. ამან მისცა ტონი საუბარს, რომლის დროსაც ერთმანეთს შევჩივლეთ ათასგვარი ტკივილისა და გაჭირვების შესახებ, მაგრამ სულ ხუმრობით (ხუმრობის კილოთი). საუბრის ბოლოს ვაღიარეთ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ საშინლად მოხუცები, სანამ ჩვენს სოფელში ცხოვრობს ყველაზე უხუცესი, რომელიც ასი წლისაა.
როცა სრულიად ახალგაზრდები თავიანთი ძალის უპირატესობითა და გულუბრყვილობით ჩვენს ზურგს უკან იღიმებიან, სასაცილოდ ეჩვენებათ ჩვენი მძიმე სიარული და დაძარღვული ყელი, ჩვენ ვიხსენებთ, როცა ასეთი ძლიერები და ასეთივე მიამიტები ვიყავით, ოდესღაც ჩვენც ვიცინოდით, და სრულიად არ მიგვაჩნია, რომ დამარცხებულები ვართ, არამედ გვიხარია, რომ ცხოვრების ამ საფეხურს გადავაბიჯეთ და გავხდით უფრო ჭკვიანნი და მომთმენნი.


ჰერმან ჰესე
მივმართავ სკოლადამთავრებულებს
ვუდი ალენი


ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე არასდროს ჩავარდნილა კაცობრიობა ასეთ საგონებელში. ერთ გზას სასოწარკვეთისა და სრული უიმედობისკენ მივყავართ. მეორეს – საბოლოო გადაშენებისკენ. ვილოცოთ, რომ სწორი არჩევანის გასაკეთებლად საკმარისი სიბრძნე აღმოგვაჩნდეს.

სხვათა შორის, ამ ყველაფერზე ამქვეყნიური ამაოების შეგრძნებით კი არა, ყოფიერების აბსოლუტურ უაზრობაში კოშმარული დარწმუნებულობით ვსაუბრობ, რაც შეიძლება, შეცდომით, ვინმემ პესიმიზმად აღიქვას.

არა, ეს არ არის პესიმიზმი. ეს ჯანსაღი დამოკიდებულებაა თანამედროვე ადამიანის ტრაგედიისადმი. (“თანამედროვე ადამიანში” იგულისხმება ნებისმიერი, დაბადებული ნიცშეს განცხადების - “ღმერთი მოკვდა” - შემდეგ და ჰიტ “მინდა, ხელს ხელზე გიჭერდე”- ს ჩაწერამდე). ეს ტრაგედია ორნაირად შეიძლება აღიწეროს, თუმცა ლინგვისტ-ფილოსოფოსებს ურჩევნიათ, მათემატიკურ განტოლებამდე დაიყვანონ იგი - ადვილი ამოსახსნელიც იქნება და საფულეში ჩადებულს თან იოლად ატარებ.

ყველაზე მარტივი სახით პრობლემა ასე წარმოგვიდგება: შესაძლებელია თუ არა ცხოვრების აზრის წვდომა, ჩემი შარვლის ზომისა და წელის გარშემოწერილობის გათვალისწინებით?

ეს ძალიან რთული კითხვაა და ვხვდებით, რომ მეცნიერებამ ვერ გაამართლა მოლოდინი. რა თქმა უნდა, მან ბევრი სნეულების დამარცხება შეძლო, გენეტიკური კოდი გაშიფრა, ადამიანები მთვარეზეც კი აიყვანა, მაგრამ დატოვეთ ოთხმოცი წლის მოხუცი ოთახში ორ ახალგაზრდა მედდასთან ერთად და არაფერიც არ მოხდება. ნამდვილი პრობლემები ხომ უცვლელია.

ბოლოს და ბოლოს, შესაძლებელია თუ არა, რომ ადამიანის სული მიკროსკოპით დავინახოთ? ალბათ კი – მაგრამ აუცილებლად ძალიან კარგი უნდა იყოს, ორი ოკულარული მილით. ვიცით, რომ ყველაზე თანამედროვე კომპიუტერის ტვინიც კი არ არის ისეთი სრულყოფილი, როგორც მწერების. ჰო, ეს ზოგიერთ ჩვენს ახლობელზეც შეიძლებოდა გვეთქვა, მაგრამ მათ ხომ მხოლოდ ქორწილებზე და მსგავს განსაკუთრებულ შემთხვევებში ვხვდებით.

მეცნიერება ისეთი რამ არის, რაზეც მუდმივად ვართ დამოკიდებულნი. მკერდის არეში ტკივილს თუ ვიგრძნობ, მაშინვე რენტგენზე გავლა მომიწევს. ნეტა დასხივებისგან უფრო დიდი პრობლემები ხომ არ გამიჩნდება? სანამ ამას შევიტყობდე, ქირურგიულ განყოფილებაში მაწვენენ. ბუნებრივია, როცა ჟანგბადის ბალიშს მაძლევენ, სწორედ მაშინ გადაწყვეტს სტაჟიორი, რომ სიგარეტს მოუკიდოს. ამის შემდეგ კი მსოფლიოს სავაჭრო ცენტრს პიჟამაში გამოწყობილი გადავუფრენ. ეს არის მეცნიერება?

რა თქმა უნდა, მეცნიერებამ ყველის პასტერიზება გვასწავლა. რა გვეთქმის - მთვრალ კომპანიაში ყველი თავშესაქცევი რამ არის. რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით წყალბადის ბომბზე. გინახავთ ვინმეს, რა ხდება, თუ მაგიდიდან შემთხვევით გადმოგორდა?

განა დაეხმარება მეცნიერება მას, ვინც მარადიულ გამოცანებს შეეჭიდა? როგორ გაჩნდა სამყარო? რამდენი ხნის წინ? ყველაფერი აფეთქებით დაიწყო თუ ღვთის სიტყვით? თუ ამ უკანასკნელმა მისცა დასაბამი, ნუთუ არ შეეძლო უფალს, ორი კვირით ადრე წარმოეთქვა იგი, სანამ უფრო თბილი ამინდი იყო? კონკრეტულად რას გულისხმობენ, როცა ამბობენ, რომ “ადამიანი მოკვდავია”? ცხადია, ეს კომპლიმენტი არ არის.

სამწუხაროდ, რელიგიაც ვეღარ ზემოქმედებს განწყობაზე. მიგელ დე უნამუნო კი წერს აღფრთოვანებით “გონის მარადიულ ურყევობაზე”, მაგრამ ამაზე ხომ ყველას არ მიუწვდება ხელი. განსაკუთრებით, თეკერეის კითხვისას. ხშირად ვფიქრობ ხოლმე, როგორი საამური იყო პირველყოფილი ადამიანის ცხოვრება, ყოვლისშემძლე, კეთილი შემოქმედის რომ სჯეროდა. წარმომიდგენია ამ კაცის იმედგაცრუება, როცა შეამჩნია, როგორ გასუქდა მისი ცოლი.

თანამედროვე ადამიანს, რა თქმა უნდა, ასეთი სულიერი სიმშვიდე არა აქვს. ის ურწმუნოების უფსკრულშია გადაჩეხილი. მოდური სიტყვა რომ ვიხმაროთ, “გაუცხოებულია”. მას ომის საშინელებები უნახავს, საკუთარ თავზე გამოუცდია სტიქიური უბედურებები და მარტოხელათა ბარებშია ნამყოფი.

ჩემი უახლოესი მეგობარი, ჟაკ მონო ხშირად საუბრობს ხოლმე სამყაროს ქაოსურობის შესახებ. მას სჯერა, რომ ამქვეყნად ყველაფერი შემთხვევითობის შედეგად გაჩნდა, გარდა მისი საუზმისა, რომელიც – არა, ამაში ეჭვი არ ეპარება – დიასახლისმა მოუმზადა.

რა თქმა უნდა, ღვთაებრივი ჩანაფიქრის რწმენა სიმშვიდით გვავსებს, თუმცა ადამიანური პასუხისმგებლობისგან არ გვათავისუფლებს. განა ჩემი მოყვასის დარაჯი არა ვარ? ვარ. თუ გაინტერესებთ, პირადად მე ამ პატივს და ღირსებას ქალაქის ზოოპარკის მცველებთან ვიყოფ.

ღმერთის გარეშე თავს მიუსაფრად ვგრძნობთ, რის გამოც ტექნიკური პროგრესი გავაღმერთეთ. როგორ ახსნის ტექნოლოგია იმას, რომ ახლათახალი “ბიუიკი”, რომელსაც ჩემი საუკეთესო მეგობარი ნატ ზიპსკი მართავდა, პირდაპირ რესტორან “ფრინველთა ნეტარების” ვიტრინას შეაფრინდა და ასობით მოსადილე აქეთ-იქით მიმოფანტა?

ოთხი წლის განმავლობაში ჩემს ტოსტერს ერთხელაც არ უმუშავია ისე, როგორც საჭიროა. ინსტრუქციის მიხედვით, ჭრილში პურის ორ ნაჭერს ვდებ და რამდენიმე წამში მათ შაშხანასავით გაისვრის ხოლმე. ადრე ცხვირიც კი გაუტეხა ჩემს საყვარელ ქალს. ჩვენ კი იმედი გვაქვს, რომ ქანჩები, ჭანჭიკები და ელექტროობა ყველა პრობლემას გადაგვიჭრის?

ჰო, ტელეფონი კარგი რამ არის – მაცივარიც – კონდიციონერიც. მაგრამ არა ყველა კონდიციონერი. მაგალითად, ჩემი დის, ჰენის. მისი საშინლად ხმაურობს და არ აგრილებს. ხელოსანი გამოიძახეს, რის შემდეგაც უარესი დაემართა. “მეტი რა გზაა, ახალი უნდა შეიძინოთ”, - უთხრა მან. ჩემმა დამ დაიჩივლა, მაგრამ ხელოსანმა სთხოვა, აღარ შემაწუხოთო. ნამდვილად გაუცხოებული იყო ეს კაცი. არადა, სულ იღიმებოდა.

უბედურება ის არის, რომ ტექნოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრებისთვის არ მოგვამზადეს. სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკოსები ან არაკომპეტენტურები არიან, ან კორუმპირებულები. ხან ერთიცა და მეორეც. მთავრობა პატარა ადამიანის მოთხოვნილებებს არ ითვალისწინებს. საღამოს შვიდის ხუთ წუთზე შენს კონგრესმენთან დარეკვას უკვე აზრი აღარა აქვს. არ უარვყოფ, რომ დემოკრატია ჯერ კიდევ მართვის საუკეთესო ფორმაა. დემოკრატიულ ქვეყანაში, სულ ცოტა, ადამიანის უფლებებს მაინც იცავენ. არცერთი მოქალაქის წამება ან უსაფუძვლოდ დაპატიმრება არ შეიძლება, არც ბროდვეის ზოგიერთი შოუს ძალდატანებით ჩვენება.

რა თქმა უნდა, შედარებაც არ შეიძლება იმასთან, რაც საბჭოთა კავშირში ხდება. ტოტალიტარულ სახელმწიფოში ადამიანი, მხოლოდ სტვენის გამო, შეიძლება ოცდაათი წლით მოხვდეს შრომა-გამასწორებელ კოლონიაში. ხოლო თუ თხუთმეტი წლის შემდეგ სტვენას კიდევ არ შეწყვეტს, მას აუცილებლად დახვრეტენ.

ამ მხეცურ ფაშიზმთან ერთად მისი მეწყვილე – ტერორიზმიც დააბიჯებს. ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ადამიანს ასეთი შიშით არასოდეს დაუჭრია ხბოს კატლეტი – უცებ რომ აფეთქდეს?! ძალადობა ძალადობას შობს, 1990 წლისთვის კი, სავარაუდოდ, ადამიანთა შორის ურთიერთობის ყველაზე გავრცელებული ფორმა ერთმანეთის გატაცება იქნება.

მოსახლეობის სიჭარბე პრობლემებს უკიდურესად გაამწვავებს. ციფრები გვეუბნება, რომ დედამიწაზე იმაზე ბევრად მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე ყველაზე მძიმე როიალის გადასაადგილებლად არის საჭირო. თუ ხალხს გამრავლების შეწყვეტისკენ არ მოვუწოდებთ, 2000 წლისთვის სასადილო ოთახიც აღარ შეგვრჩება და მოგვიწევს, მაგიდა უცნობებს დავადგათ თავზე. ისინიც მთელი ერთი საათი გაუნძრევლად უნდა ისხდნენ, სანამ სადილობას დავასრულებთ. რა თქმა უნდა, ენერგეტიკული კრიზისიც იქნება და ავტომფლობელებს ზუსტად იმდენ ბენზინს ჩაუსხამენ, მანქანების ნახევარი მეტრით უკან დაწევა რომ შეძლონ.

ამ გამოწვევის მიღების ნაცვლად, ნარკოტიკებითა და სექსით თავშექცევას გადავყევით. ჩვენ დაუშვებლად, ზედმეტად ლიბერალურ საზოგადოებაში ვცხოვრობთ. არასდროს ასე არ აყვავებულა პორნოგრაფია. თან ეს ფილმებიც რა უხარისხოა, დეტალებს ვერაფრით გაარჩევს კაცი!

ჩვენ ის ადამიანები ვართ, ვისაც გამოკვეთილი მიზნები არა აქვს. ჩვენ არასოდეს გვისწავლია სიყვარული. ჩვენ ლიდერების და თანმიმდევრული პროგრამების ნაკლებობას განვიცდით. სულიერი საყრდენი დავკარგეთ. მარტოები დავეხეტებით ამ სამყაროში და ტკივილისა თუ სასოწარკვეთისგან ერთმანეთს ხშირად მხეცური ძალადობით შეურაცხვყოფთ. საბედნიეროდ, ზომიერების გრძნობა არ გვღალატობს.

ამ ყველაფერს თუ შევაჯამებთ, ცხადი გახდება, რომ მომავალი წარმოუდგენელ შესაძლებლობებს გვთავაზობს, თუმცა მახეც ბევრგან არის დაგებული. როგორღაც უნდა მოვახერხოთ ხაფანგებს შორის გაძრომა, შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება და საღამოს ექვსი საათისთვის შინ დაბრუნებაც.

ვუდი ალენი

*გამოქვეყნდა “ნიუ იორკ ტაიმსში” 1979 წელს.





















სიკვდილი აკაკუნებს







მოქმედება ხდება სადღაც კიუ გარდენსის მიდამოში, ეკერმანების ორსართულიანი სახლის საძინებელში. კედლებს ხალიჩები ფარავს. იქვე დიდი, ორკაციანი საწოლი და ფართო კომოდი დგას, ოთახი ავეჯითა და ფარდებით საგულდაგულოდაა გაწყობილი. კედლებზე რამდენიმე სურათი და ერთი უხეირო ბარომეტრი კიდია. ფარდის აწევისთანავე ისმის ნაზი კლასიკური მუსიკის ხმა. ლოგინზე წევს ორმოცდაჩვიდმეტ წელს მიღწეული ტანსაცმლის მწარმოებელი, მელოტი და ღიპიანი ნეტ ეკერმანი და გაზეთ \"დეილი ნიუსის\" ხვალინდელი ახალი ამბების ქრონიკის კითხვას ამთავრებს. აბანოს ხალათი აცვია, ფეხზე კი - ქოშები და საწოლის თეთრ თავფიცარზე მიმაგრებული ლამფის შუქზე გაზეთს ჩაჰყურებს. შუაღამე ახლოვდება. მოულოდნელად რაღაც ხმაური გვესმის, ნეტი წამოჯდება და ფანჯრისკენ იხედება.

ნეტი: ეს რა ჯანდაბა იყო?

(ფანჯრიდან ტლანქად მოცოცავს პირქუში, ლაბადაში გახვეული სხეული. დაუპატიჟებელ სტუმარს შავი კაპიუშონი წამოუცვამს, ტანზეც შავი სამოსი შემოტმასნია. კაპიუშონი თავს უფარავს, მაგრამ შუა ხნისა და მიტკლისფრად გადაფითრებულ სახეს კი არა. რაღაცით ნეტს ჩამოჰგავს. უცნობი ხმამაღლა ბურტყუნებს და იმუქრება, მერე ფანჯრის რაფაზე გადაკოტრიალდება და იატაკზე ეცემა).

სიკვდილი (დიახ, სწორედ რომ იგი): უფალო იესო! ლამის კისერი არ მოვიმტვრიე!

ნეტი (შეცბუნებული შეჰყურებს): ვინ ბრძანდებით?

სიკვდილი: სიკვდილი ვარ.

ნეტი: ვინ?

სიკვდილი: სიკვდილი. მომისმინე, შეიძლება დავჯდე? კინაღამ კისერი მომტყდა. ფოთოლივით ვცახცახებ.

ნეტი: ვინ ბრძანდებით?

სიკვდილი: სიკვდილი. ერთ ჭიქა წყალს ვერ დამალევინებ?

ნეტი: სიკვდილი? მაგით რისი თქმა გსურთ?

სიკვდილი: რა გემართება? შავ კოსტიუმსა და გაფითრებულ სახეს ხომ ხედავ?

ნეტი: ჰოო.

სიკვდილი: როგორ ფიქრობ, დღეს ჰელოუინს ვზეიმობთ?

ნეტი: არა.

სიკვდილი: მაშ, სიკვდილი ვყოფილვარ. აბა, ახლა მაინც თუ დამალევინებ წყალს? გინდაც \"ფრესკა\" იყოს.

ნეტი: ვითომ ხუმრობაა...

სიკვდილი: რა ხუმრობა? ორმოცდაჩვიდმეტის არა ხარ? ნეტ ეკერმანი, პესიფიკის ქუჩა ერთი, წილადი თვრამეტი, არა? თუ არაფერი მეშლება... მოიცა, ერთი გამოძახების ფურცელი გადავამოწმო (ჯიბეში იქექება, მერე კი წარმოადგენს ბარათს, რომელსაც მისამართი აწერია. ბარათი დამაჯერებლობას მატებს მის სიტყვებს).

ნეტი: რა გნებავთ ჩემგან?

სიკვდილი: რა მნებავს? როგორ გგონია, მაინც რა უნდა მნებავდეს?

ნეტი: ეტყობა მეხუმრებით. ჯანმრთელობას მე არ ვუჩივი.

სიკვდილი (აუღელვებლად): ოჰო! (აქეთ-იქით მიმოიხედავს). საამური ადგილია, ღმერთმანი. სულ შენი ნახელავია?

ნეტი: დეკორატორი დავიქირავეთ, მაგრამ არც ჩვენ დაგვიკლია ხელი.

სიკვდილი (შეჰყურებს სურათს კედელზე): მიყვარს ასეთი დიდთვალება ბავშვები.

ნეტი: ჯერ არ მინდა წასვლა.

სიკვდილი: წასვლა არ გინდა? შენი ჭირიმე, არ დამიწყო ახლა ეგეთები. ამდენი ცოცვისაგან ისედაც ლამისაა გული ამერიოს.

ნეტი: რომელ ცოცვაზე მელაპარკებით?

სიკვდილი: საწვიმარ მილს ამოვყევი. რა არ ვიღონე, რომ ჩემი გამოცხადება დრამატული ყოფილიყო. შევყურებ ფართო ფანჯრებს, შენ გღვიძავს და კითხულობ. ეგრევე ვიფიქრე, ღირს-მეთქი. ავძვრები, შევალ, ცოტას... ხო აზრზე ხარ... (თითებს გაატკაცუნებს). ამასობაში ვაზის წნელში ქუსლი მეხლართება, მილი ტყდება, მე კი რაღაც ძაფზეღა ვკიდივარ. მერე ეს ჩემი ლაბადაც ფხრეწას იწყებს. მოდი რა, უბრალოდ ავდგეთ და წავიდეთ. ძალიან მძიმე ღამე მქონდა.

ნეტი: ჩემი საწვიმარი მილი გატეხეთ?

სიკვდილი: გატეხეთ! არ გამტყდარა. ოდნავ გაიღუნა. არაფერი გაგიგონია? ძირს ჩამოვაგდე.

ნეტი: ვკითხულობდი.

სიკვდილი: ეტყობა მაგრა გაგიტაცა ხო იცი! (ხელში იღებს გაზეთს, რომელსაც ნეტი კითხულობდა). \"ადგილზე დააკავეს მარიხუანას ორგიაში მონაწილე სტუდენტი გოგონები\". არ მათხოვებ?

ნეტი: ჯერ არ დამიმთავრებია.

სიკვდილი: ეეჰ, არც კი ვიცი, ეს ყველაფერი როგორ გითხრა, მეგობარო...

ნეტი: ქვემოთ, ზარი რატომ არ დარეკეთ?

სიკვდილი: გეუბნები, შემეძლო ასეც მოვქცეულიყავი, მაგრამ აბა როგორ გამოვიდოდა? ასე კი ცოტა დრამატული ელფერი აქვს. ჰო, რაღაც ამდაგვარი. \"ფაუსტი\" წაგიკითხავს?

ნეტი: რა?

სიკვდილი: ვთქვათ და მარტო არ ყოფილიყავი. ზიხარ ვიღაც მნიშვნელოვან ხალხთან ერთად. მე, სიკვდილმა, ზარი დავრეკო და წინ ისე ჩაგიაროთ, ვითომც აქ არაფერიაო. აბა, რაებსა ჩმახავ, ტვინი სადა გაქვს?

ნეტი: მომისმინეთ, მისტერ. უკვე ძალიან გვიანაა.

სიკვდილი: ჰოო. აბა, მოდიხარ?

ნეტი: სად მოვდივარ?

სიკვდილი: სიკვდილში, ძმაო. იქ, იმ ყველაზე მთავართან! სამოთხე, ბედნიერი და უზრუნველი იმქვეყნიური ყოფა (მერე საკუთარ მუხლს დახედავს). გეუბნები, ძალიან სერიოზული ჭრილობაა-მეთქი. მგონი, პირველ საქმეზევე განგრენა ავიკიდე.

ნეტი: ერთი წუთი მაცადე. დრო მჭირდება. წამოსასვლელად ჯერ არა ვარ მზად.

სიკვდილი: ვწუხვარ, მაგრამ ვერაფრით დაგეხმარები. დიდი სიამოვნებით, მაგრამ - რა გიყო, დრო მოგივიდა.

ნეტი: დრო რანაირად მომივიდა, როცა სულ ეს-ესაა \"მოდისტ ორიჯინალში\" დავიზღვიე თავი.

სიკვდილი: რა ბედენაა, ერთი-ორი დოლარით მეტი გექნება, თუ ნაკლები.

ნეტი: აბა, შენ რა გენაღვლება? ალბათ მთელ ხარჯებს გინაზღაურებენ.

სიკვდილი: აბა, მოდიხარ თუ არა?

ნეტი (ახედ-დახედავს): მაპატიეთ, მაგრამ ვერაფრით დამიჯერებია, რომ სიკვდილი ხართ.

სიკვდილი: რატომ? აბა, ვის ელოდი, როკ ჰადსონი გამოგეცხადებოდა?

ნეტი: არა, ეგ რა შუაშია.

სიკვდილი: ვწუხვარ-მეთქი, იმედი თუ ვერ გაგიმართლე.

ნეტი: კარგი, არ გეწყინოთ. არც კი ვიცი... ყოველთვის მეგონა, რომ თქვენ უფრო... როგორ გითხრათ... უფრო მაღალი იქნებოდით.

სიკვდილი: ხუთი ფუტი და შვიდი დიუმი. წონას თუ გავითვალისწინებთ, საშუალო სიმაღლისა მქვია.

ნეტი: იცით, რაღაცით მეც მგავხართ.

სიკვდილი: აბა, ვის უნდა ვგავდე? მე ხომ შენი სიკვდილი ვარ.

ნეტი: იქნებ, ცოტა მადროვოთ. ერთი დღე.

სიკვდილი: არ შემიძლია. სხვანაირად როგორღა გითხრა?

ნეტი: მხოლოდ ერთი დღე. ოცდაოთხი საათი.

სიკვდილი: რაში გჭირდება? რადიოთი გადმოსცეს, ხვალ წვიმა იქნებაო.

ნეტი: იქნებ რაიმე იღონოთ?

სიკვდილი: მაინც, რა?

ნეტი: ჭადრაკს თამაშობთ?

სიკვდილი: არა, არ ვთამაშობ.

ნეტი: ერთხელ თქვენი სურათი ვნახე, ჭადრაკს თამაშობდით.

სიკვდილი: ეგ მე არ ვიქნებოდი, რადგან ჭადრაკს საერთოდ არ ვეკარები. კუნკენი კიდე შეიძლება.

ნეტი: კუნკენს თამაშობთ?

სიკვდილი: კუნკენს თუ ვთამაშობ? პარიზი ქალაქია?

ნეტი: კარგად გამოგდით, სხვათა შორის.

სიკვდილი: ძალიან კარგად.

ნეტი: იცით, ახლა რას ვიზამ?

სიკვდილი: მოდი რა, გარიგებები არ გვინდა.

ნეტი: კუნკენს გეთამაშებით. თუ მოიგებთ, უსიტყვოდ მოგყვებით, მე თუ მოვიგე, კიდევ ცოტა უნდა მადროვოთ. სულ ერთი დღე, მეტი არა.

სიკვდილი: რა დროს კუნკენის თამაშია?

ნეტი: რას ბრძანებთ, თუკი ეს თამაში კარგად გეხერხებათ...

სიკვდილი: ისე, თამაშის განწყობაზე კი ვარ.

ნეტი: მოდი რა, თუ ძმა ხარ, ნახევარი საათი წავითამაშოთ.

სიკვდილი: არა, უფლება არა მაქვს.

ნეტი: აი, კარტი და აღარ გვინდა რა, ზედმეტი ლაპარაკი.

სიკვდილი: კარგი, კარგი, თანახმა ვარ. თამაში ხასიათზე მომიყვანს.

ნეტი (იღებს კარტს, ბლოკნოტსა და ფანქარს): ნამდვილად არ ინანებთ.

სიკვდილი: თუ ღმერთი გწამს, ნუ მევაჭრები. აიღე კარტი, \"ფრესკა\" მომეცი და საჭმელიც მოაყოლე რამე. სტუმარი შემოგესწრო, კარტოფილის ჩიპსები მაინც არა გაქვს, ან მარილიანი ჩხირები?

ნეტი: ქვემოთ შოკოლადი \"M&M\" მაქვს.

სიკვდილი: M&M! პრეზიდენტი რომ გსტუმრებოდა? ვითომ M&M-ს დასჯერდებოდა?

ნეტი: თქვენ ხომ პრეზიდენტი არა ხართ.

სიკვდილი: კარგი, კარგი. დაარიგე.

(ნეტი კარტს არიგებს, ამოდის ხუთიანი)

ნეტი: მოდით, მეტი ინტერესისთვის თითო ქულაზე ცენტის მეათედს ჩამოვიდეთ.

სიკვდილი: უამისოდ საინტერესოდ არ გეჩვენება?

ნეტი: ფული რომ მეგულება, უკეთესად ვთამაშობ ხოლმე.

სიკვდილი: როგორც გენებოს, ნევტ.

ნეტი: ნეტი. ნეტ ეკერმანი. დაგავიწყდათ ჩემი სახელი?

სიკვდილი: ნევტი, ნეტი - თავი ამტკივდა, რა...

ნეტი: ეგ ხუთიანი გაწყობთ?

სიკვდილი: არა.

ნეტი: მაშინ ამოიღეთ.

სიკვდილი (კარტს ამოიღებს და ხელზე დაიხედავს): უფალო იესო, აქ არაფერიც არ არის.

ნეტი: მაინც როგორია, ჰა?

სიკვდილი: რაზე მეკითხები?

(მერე ისევ აიმატებენ კარტს და ჩამოვლენ, აიმატებენ და ჩამოვლენ)

ნეტი: სიკვდილზე.

სიკვდილი: როგორ უნდა იყოს? განისვენებ და ეგ არის.

ნეტი: მერე აღარაფერი იქნება?

სიკვდილი: აჰა, ორიანებს ზოგავ, არა?

ნეტი: გეკითხებით, მერე აღარაფერია?

სიკვდილი (გაბნეულად): ნახავ.

ნეტი: მაშ, რაღაცას მაინც ვნახავ, არა?

სიკვდილი: ალბათ სხვაგვარად უნდა მეთქვა. ჩამოდი.

ნეტი: შენგან ხეირიან პასუხს ვერ ეღირსება კაცი.

სიკვდილი: მე კარტს ვთამაშობ.

ნეტი: ითამაშე, ითამაშე.

სიკვდილი: თანაც კარტს კარტზე გაღებინებ.

ნეტი: ჩამოსულებს ნუღარ ამოწმებ.

სიკვდილი: არ ვამოწმებ. ვასწორებ მხოლოდ. რომელი კარტი ჭრის?

ნეტი: ოთხიანი. უკვე გაჭრაზე გაქვს საქმე?

სიკვდილი: ვინა თქვა, რომ მაქვს? უბრალოდ გკითხე, რომელია-მეთქი, რა, არ შეიძლება?

ნეტი: განა მეც ეგრე უბრალოდ არა გკითხე, რაიმეს იმედი თუ შემიძლია მქონდეს-მეთქი?

სიკვდილი: მიდი, მიდი, ითამაშე.

ნეტი: რა მოხდა, რომ მითხრა რამე? სად მივდივართ?

სიკვდილი: მივდივართო? \"ჩვენ\" რა შუაშია? სიმართლე თუ გინდა, ეს შენ მოადენ ზღართანს იატაკზე, დაჭმუჭნულ-დასრესილი ნივთების გროვაში.

ნეტი: მართლა? ერთი სული მაქვს! მეტკინება?

სიკვდილი: ერთ-ორ წუთში გაგივლის.

ნეტი: მაგარია, ხურავს. აი, ამის მოსმენა კი ნამდვილად მჭირდებოდა. კაცმა \"მოდისტ ორიჯინალში\" დავიზღვიე თავი, ეს კი...

სიკვდილი: ოთხ ქულაზე რაღას იტყვი?

ნეტი: ჭრი?

სიკვდილი: ოთხი ქულა წავა?

ნეტი: არა, მე ორიანი მაქვს.

სიკვდილი: მეხუმრები ალბათ.

ნეტი: არა, წააგე.

სიკვდილი: წმინდაო ღმერთო, მე კი მეგონა, ექვსიანებს უფრთხილდებოდი.

ნეტი: არა. შენი ჩამოსვლაა. ოცი ქულა და ორიც ჩარჩო. ითამაშე. (სიკვდილი კარტს არიგებს). მაშ, იატაკზე უნდა გავგორდე არა? იქნებ დივანთან დავმდგარიყავი, ჰა?

სიკვდილი: არა. ითამაშე.

ნეტი: რატომ არა?

სიკვდილი: იმიტომ, რომ იატაკზე უნდა დაეცე. თავი დამანებე რა! ვცდილობ გონება მოვიკრიბო.

ნეტი: რაღა მაინცდამაინც იატაკზე? აი, რისი გაგება მინდა. რატომ არ შეიძლება, დივანთან ვიდგე და ზედ დავეცე რბილად?

სიკვდილი: ყველანაირად შევეცდები. ახლა შეგვიძლია თამაში გავაგრძელოთ?

ნეტი: მეც მაგას არ ვღაღადებ! მო ლეფკოვიცს მაგონებ. ისიც შენნაირი ჯიუტია.

სიკვდილი: თურმე მო ლეფკოვიცს ვაგონებ. ჩემზე საშინელ არსებას ძნელად თუ წარმოიდგენს კაცი, ამას კი თურმე მო ლეფკოვიცს ვაგონებ. მაინც ვინაა ეგ ტიპი, ბეწვეულით ვაჭრობს?

ნეტი: ნეტა შენ იყო ეგეთი ბეწვეულით მოვაჭრე. წელიწადში ოთხმოც ათასს აკეთებს. ყაითანით გაწყობა და იმის ჯანი. საკუთარი ფაბრიკა აქვს. ორი ქულა.

სიკვდილი: რა?

ნეტი: ორი ქულა-მეთქი. ვჭრი. შენ რა გაქვს?

სიკვდილი: გეგონება, კალათბურთის ანგარიში დამაწერესო ხელზე.

ნეტი: თანაც სულ ყვავებია.

სიკვდილი: ნეტა მაგდენი არ გელაპარაკა.

(ისინი ხელახლა არიგებენ კარტს და თამაშს აგრძელებენ).

ნეტი: წეღან რისი თქმა გინდოდა, ჩემი პირველი საქმეაო, რომ მითხარი?

სიკვდილი: რაც გაიგონე.

ნეტი: რა, ადრე არავინ ყოფილა?

სიკვდილი: როგორ არ ყოფილან, მაგრამ მე არავინ წამიყვანია.

ნეტი: აბა, ვინ წაიყვანა?

სიკვდილი: სხვებმა.

ნეტი: სხვებიც არიან?

სიკვდილი: აბა, შენ რა გეგონა! ყველას თავისი გზა აქვს.

ნეტი: ეგ არ ვიცოდი.

სიკვდილი: საიდან უნდა გცოდნოდა? ისეთს რას წარმოადგენ, მაინც ვინა გგონია თავი?

ნეტი: როგორ თუ ვინა მგონია? რა, არავინა ვარ?

სიკვდილი: არა, როგორ არა ხარ, ტანსაცმელს არ აწარმოებ? მაგრამ საუკუნო მისტერიათა შესახებ რა უნდა იცოდე, რანაირად უნდა მიგიწვდებოდეს ხელი?

ნეტი: რაებს ამბობ? კარგა ბლომად ფულსა ვხვეტავ. ორი შვილი უმაღლესში გავგზავნე. ერთი სარეკლამო საქმეს ეწევა, მეორე დაოჯახდა. მეც ჩემი საკუთარი სახლი მაქვს. \"კრაისლერს\" დავაქროლებ. ჩემს ცოლს არაფერი აკლია; მოახლეები, წაულას ქურქი, კარგი დასვენება. ამჟამად \"იდენ როკში\" იმყოფება. დღეში ორმოცდაათ დოლარს იხდის, საკუთარი დის გვერდით რომ იყოს. იმ კვირაში მეც ჩავაკითხავ. ასე რომ, არაფერი შეგეშალოს - ვიღაც გამვლელი კი არა ვარ.

სიკვდილი: კარგი რა, ზედმეტი მგრძნობიარობა რა საჭიროა?

ნეტი: ვინაა მგრძნობიარე?

სიკვდილი: აბა, როგორ მოგეწონებოდა, მეც ეგრე ადვილად რომ გავნაწყენებულიყავი შენზე.

ნეტი: რამე გაწყენინე?

სიკვდილი: შენ არ მითხარი, იმედი გამიცრუეო?

ნეტი: აბა, რას ელოდი? ზარზეიმით უნდა დაგხვედროდი?

სიკვდილი: ვერ გამიგე. პირადად მე შემეხე. ძალიან დაბალი ხარო, ესა ხარო, ისა ხარო.

ნეტი: მე მგავხარ-მეთქი, ის გითხარი. თითქოს ჩემი ანარეკლი იყო.

სიკვდილი: კარგი, კარგი, კარტი დაარიგე.

(ისინი თამაშს აგრძელებენ. მუსიკა ნელ-ნელა მატულობს, სინათლეს სიბნელე ენაცვლება, სანამ ბოლოს ყველაფერს უკუნი არ დანთქავს. მერე ისევ ნელ-ნელა ნათდება, უკვე გვიანია - თამაში დასრულებულია. ნეტი ითვლის)

ნეტი: სამოცდარვა... ერთი - ორმოცდაათი. ეჰ, ძმაო, აგებ.

სიკვდილი (შეწუხებლი დაჰყურებს კარტის დასტას): ვიცოდი, ამ ცხრიანს არ უნდა ჩამოვსულიყავი. ჯანდაბა!

ნეტი: ასე რომ, ხვალ შევხვდებით.

სიკვდილი: როგორ თუ ხვალ შევხვდებით?

ნეტი: ერთი დღე მოვიგე. რას იზამ, უნდა მომეშვა.

სიკვდილი: შენ რა, სერიოზულად მეუბნებოდი?

ნეტი: პირობა პირობაა.

სიკვდილი: ჰო, მაგრამ...

ნეტი: არავითარი მაგრამ. ოცდაოთხი საათი მოვიგე. ხვალ დაბრუნდი.

სიკვდილი: არ ვიცოდი, დროზე თუ ვთამაშობდით.

ნეტი: მით უარესი შენთვის. ყურადღებით უნდა იყო-ხოლმე.

სიკვდილი: ოცდაოთხი საათი რა უნდა ვაკეთო, სად წავიდე?

ნეტი: მე რა მენაღვლება? მთავარია, რომ ერთი დღე მოვიგე.

სიკვდილი: რას მთავაზობ, ქუჩებში ვიხეტიალო?

ნეტი: სასტუმროში დაბინავდი. მოგვიანებით კინოში შეხვალ. კიდევ ორთქლის აბაზანა შეგიძლია მიიღო. საერთო სახელმწიფოებრივ პრობლემად არ მიქციო ახლა ეს პატარა საქმე, თუ ძმა ხარ.

სიკვდილი: ერთი ანგარიში კიდევ დაამატე.

ნეტი: ამას გარდა, ოცდარვა დოლარი გმართებს ჩემი.

სიკვდილი: რა?

ნეტი: ჰო, ნაბიჭვარო, აი, აიღე, წაიკითხე.

სიკვდილი (ჯიბეებში იქექება): რამდენიმე ერთდოლარიანი მაქვს. ოცდარვა ვერ შეგროვდება.

ნეტი: არც ჩეკზე ვიტყვი უარს.

სიკვდილი: რომელი ანგარიშიდან ინებებ?

ნეტი: უყურე ერთი, ვისთან მქონია საქმე.

სიკვდილი: შეგიძლია მიჩივლო. სადა მაქვს საბანკო ანგარიში?

ნეტი: კარგი, კარგი. რაცა გაქვს, მომეცი და ჩავთვალოთ, რომ გავსწორდით.

სიკვდილი: მომისმინე, ეგ ფული მჭირდება.

ნეტი: რაში უნდა გჭირდებოდეს?

სიკვდილი: აბა დაფიქრდი, რას ამბობ. შენ ხომ იმქვეყნად ხარ წასაყვანი.

ნეტი: მერე?

სიკვდილი: რა, მერე... იცი, ეგ რა შორსაა?

ნეტი: მერე?

სიკვდილი: მერე საწვავი? გზის ფული?

ნეტი: ჩვენ იქ მანქანით მივდივართ?

სიკვდილი: მაგასაც გაიგებ. (შეშფოთებული) მისმინე, ხვალ დავბრუნდები და შენ შანსს მომცემ, ფული უკან დავიბრუნო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცუდადაა ჩემი საქმე.

ნეტი: რასაც მოისურვებ. რამდენსაც გინდა, იმდენს ვითამაშებთ. არ გამიკვირდება, კიდევ ერთი კვირა, ან სულაც თვე მოვიგო. გააჩნია, როგორ ითამაშებ. იქნებ რამდენიმე წელსაც კი გამოვკრა ხელი.

სიკვდილი: ვაჰ, რა შავ დღეში ვარ.

ნეტი: აბა, ხვალამდე.

სიკვდილი (დაიხია კარის ზღურბლამდე): კარგ სასტუმროს ვერ მიმასწავლი? თუმცა რომელ სასტუმროზეა ლაპარაკი, კაპიკი აღარა მაქვს. წავალ \"ბიკფორდსში\" დავჯდები (ხელში აიღებს გაზეთს).

ნეტი: აბა ჰე, დაახვიე აქედან. ეს ჩემი გაზეთია (ხელიდან ართმევს).

სიკვდილი (გასვლისას): არა, უბრალოდ ვერ მოვკიდე ხელი და ვერ წავიყვანე? მაინცდამაინც ამ აბდა-უბდაში უნდა გამეყო თავი!

ნეტი (ეძახის): ფრთხილად ჩადი. ერთ-ერთ საფეხურზე ნოხი არაა კარგად დამაგრებული (უცებ გვესმის საშინელი ზღართანის ხმა. ნეტი ამოიოხრებს, ლოგინთან მდგარ მაგიდასთან მიდის და რეკავს).

ნეტი: ალო, მო ხარ? მე ვარ. მომისმინე. არ ვიცი, ვიღაცა მეკაიფება თუ რა არის, მაგრამ ეს-ესაა სიკვდილი იყო ჩემთან. ცოტა კუნკენი ვითამაშეთ... არა, სიკვდილი. თვითონ მოვიდა, ჰო, ის იყო, ან ვისაც შესაბამისი პრეტენზია აქვს. მაგრამ მო, ვერ წარმოიდგენ, რა მოსაწყენი ტიპია.

ვუდი ალენი
1968